“ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება“ – საია გენერალურ პროკურატურას მიმართავს

საია მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის მი­მართ და შე­უ­ჩერ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.
სა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ და­კა­ვე­ბულ პირ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობს გდდ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მიჰ­ყავთ.
გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ კვლავ მი­მარ­თავს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კას, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს და შსს-ს ჩვე­ულ ხელ­წე­რად იქცა.
23:20 / 02-02-2025
“ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება“ – საია გენერალურ პროკურატურას მიმართავს
საია მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის მი­მართ და შე­უ­ჩერ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.
სა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ და­კა­ვე­ბულ პირ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობს გდდ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მიჰ­ყავთ.
გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ შსს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ კვლავ მი­მარ­თავს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კას, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს და შსს-ს ჩვე­ულ ხელ­წე­რად იქცა.
ამას­თან, საია გან­მარ­ტავს, რომ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მსვლე­ლო­ბის შე­დე­გად ხდე­ბა მხო­ლოდ ერთ მა­გის­ტრალ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად, მცი­რე დრო­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ ჩა­ით­ვლე­ბა “მა­გის­ტრა­ლის ბლო­კი­რე­ბად” ან ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის იმ ხა­რის­ხის შე­ფერ­ხე­ბად, რო­მე­ლიც არის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვად დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა და, რო­მე­ლიც შსს-ს მიერ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბულ ზო­მებს ამარ­თლებს.
“თბი­ლი­სი მოლ­თან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ მსვლე­ლო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, გზის გა­დაკ­ვე­თის პრო­ცეს­ში, სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­და­კეტვი­დან (17:58) რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან დე­მონ­სტრან­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა და მათი და­კა­ვე­ბა და­ი­წყეს.
პე­რი­ო­დუ­ლად ად­გი­ლი ჰქონ­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ისეთ შე­ვიწ­რო­ე­ბას, რაც ჭყლე­ტის და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის საფრ­თხეს ქმნი­და. პო­ლი­ცი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­შავ­და ტვ პირ­ვე­ლის ოპე­რა­ტო­რი, ნიკო კო­კა­ია, რომ­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში აშ­კა­რად ჩანს პირ­თა და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა. ასე­ვე, ქვე­ყა­ნა­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბის მზარდ სტა­ტის­ტი­კას­თან ერ­თად, სა­გან­გა­შოა, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჰყვე­ბი­ან სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხში­რად ქა­ლებს მი­ე­მარ­თე­ბათ.
პირ­ველ რიგ­ში, საია მი­იჩ­ნევს, რომ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვა უკა­ნო­ნო იყო. თბი­ლის­ში მომ­ხდა­რის მსგავს შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ზე გე­ი­ლა­ნი და სხვე­ბი თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში, რო­მელ­შიც დე­მონ­სტრან­ტე­ბი აქ­ცი­ას ერთ-ერთ მთა­ვარ გზა­ზე მარ­თავ­დნენ, პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყო მყი­სი­ე­რად, აქ­ცი­ის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბი­დან 20 წუთ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბი პო­ლი­ცი­ამ მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე გა­აფრ­თხი­ლა, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა არ იყო იმ ხა­რის­ხის, რომ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სწრა­ფი ჩა­რე­ვა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბა შე­საძ­ლოა იწ­ვევ­დეს შე­ფერ­ხე­ბებს, მათ შო­რის, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბას, რის მი­მარ­თაც სა­ხელ­მწი­ფომ ტო­ლე­რან­ტუ­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი ხა­რის­ხი უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მსვლე­ლო­ბის შე­დე­გად ხდე­ბა მხო­ლოდ ერთ მა­გის­ტრალ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად, მცი­რე დრო­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ ჩა­ით­ვლე­ბა “მა­გის­ტრა­ლის ბლო­კი­რე­ბად” ან ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის იმ ხა­რის­ხის შე­ფერ­ხე­ბად, რო­მე­ლიც არის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვად დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა და, რო­მე­ლიც შსს-ს მიერ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბულ ზო­მებს ამარ­თლებს.
გარ­და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვი­სა, გრძელ­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა – კერ­ძოდ, სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი მოწ­მობს, რომ შსს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ კვლავ მი­მარ­თავს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კას, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს და რაც, შსს-ს ჩვე­ულ ხელ­წე­რად იქცა. ტვ პირ­ვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ და­კა­ვე­ბულ პირ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობს გდდ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მიჰ­ყავთ.
იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბა/არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მოწ­მობს მის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბას, მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ზემ­დგომ პრო­კუ­რორს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მყი­სი­ე­რად აც­ნო­ბოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე მოქ­მე­დე­ბე­ბი.
ამას­თან, ვი­თხოვთ, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის (ხა­რე­ბას) მი­მართ და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და შე­უ­ჩერ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რად­გან, გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის ეფექ­ტი­ან კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ადა­მი­ან­ზე ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა; ასე­ვე, 2024 წლის ნო­ემ­ბე­რი-დე­კემ­ბრის აქ­ცი­ე­ბის კონ­ტექ­სტში გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი და სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი იწ­ვევს მის, რო­გორც მე­თა­უ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას”, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.