ვითარება ენმ-ში – ირაკლი ეძგვერაძე ადასტურებს, რომ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მის დასახელებამდე კონსულტაციები კეზერაშვილთან გამართა

ირაკლი ეძგვერაძე ადასტურებს, რომ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მის დასახელებამდე კონსულტაციები კეზერაშვილთან გამართა. ს უკვე ყოფილი თანამებრძოლი და ყოფილი თავმჯდომარის საარჩევნო შტაბის წევრი, კვიპროსში საიდუმლო ვოიაჟის ბევრ დეტალს არ ამხელს, თუმცა აღიარებს, რომ პარტიული თანამდებობა, ხაბეიშვილის მხარდაჭერისა და პოლიტიკური ფერისცვალების შემდეგ ჩააბარეს.
ირაკლი ეძგვერაძის აღიარება, პარტიაში არაფორმალური მმართველობის მორიგი დადასტურებაა მელიას თანამოაზრეებისთვის. ამბობენ, რომ სწორედ კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენები გახდა მათი გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც. არგუმენტები მიუღებელია ხაბეიშვილის ფლანგისთვის, სადაც ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილი პარტიის დამფუძნებელია, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაში არ ერევა.
ბოლო ორ კვირაში ხაბეიშვილთან თანამშრომლობა პარტიის 1000-ზე მეტმა წევრმა გაწყვიტა. გუნდიდან წასულები ნიკა მელიას პლატფორმას უერთდებიან, რომელიც ოპოზიციის გარკვეული ნაწილის აზრით, ახალ ალიანსს “ლელოსთან” შექმნის. ამ ვარაუდის საფუძველი მათთვის მამუკა ხაზარაძის განცხადება გახდა, სადაც “ლელოს” ლიდერი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს პარტნიორად განიხილავს.
“სრულად დეგრადირებული პარტია” – ასე აფასებენ მმართველი გუნდის წევრები “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას. უმრავლესობის ლიდერების თქმით, პარტიას არაფორმალური მმართველები მიზანმიმართულად შლიან.
პარტიის რიგები ბოლო ორ კვირაში ასობით წევრმა დატოვა, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი დუმს. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, მედიასთან არ გამოჩენილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში