ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ისრაელი ღაზის სექტორს ამ წუთებშიც ბომბავს

ღაზის ტერიტორიები ამ დრომდე იბომბება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ს თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს “ჰამასის” 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. მათივე ინფორმაციით, “ჰამასის” ასობით მებრძოლი ლიკვიდირებულია. მათ შორისაა ჰეზბოლას უფროსი მეთაური, რომელიც ათობით საჰაერო თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.
186 სამხედროს დანაკარგზე საუბრობს ისრაელის თავდაცვის ძალებიც. მათივე ცნობით, “ჰამასის” ტყვეობაში ამ დრომდე ასობით მძევალი რჩება. ტყვეების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება.
პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში ს ვიზიტი გრძელდება. ამერიკის სახელმწიფო მდივანი პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. შეხვედრა დაძაბული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News Arabia დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. პალესტინურმა მხარემ ბლინკენს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს, რომ ბლოკირებული ფინანსები გათავისუფლდეს, ხოლო ბლინკენმა პალესტინის ადმინისტრაციას რეფორმირებისკენ მოუწოდა.
მანამდე კი ბლინკენი სა და იოავ გალანტსაც შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ისრაელის გვერდით დგომას განაგრძობს.
ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მარაგი იწურება. ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს 23 000 ზე მეტი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის, 7 ათასამდე ბავშვია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის