“ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?” – მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ვენესუელა 3:0 დაამარცხა, აღნიშნულ მატჩში ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა ლეოს ჰკითხეს აპირებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს, რაზეც “ლა პულგამ” უპასუხა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
“მოტივაცია ნამდვილად მაქვს, რომ კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო, მაგრამ იქამდე დიდი დროა და საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, თუ როგორ ფორმაში ვიქნები.
როცა თავს კარგად ვგრძნობ, თამაშით სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ როდესაც ბოლომდე მზად არ ვარ, მოედანზე გასვლა სასიამოვნო არ არის. ვეცდები, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვიყო.
სეზონს დავასრულებ, პრესეზონი მექნება, შემდეგ კი ვნახოთ როგორ ვიქნები და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლიონელ მესიმ.
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, მუნდიალზე 48 გუნდი ითამაშებს და, ჯამში, 104 შეხვედრა ჩატარდება, მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, მექსიკა და უმასპინძლებენ, ტურნირის პირველი თამაში 11 ივნისს, მექსიკაში გაიმართება.
[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას – უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა
“კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას” – ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
“მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?” – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
“დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა” – შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა – მაიამის “ინტერმა” არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
“ბარსელონას” 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე” – მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
[VIDEO] ეს რა იყო – მესის შედევრი MLS-ში
მესი, დიბალა, იკარდი – არგენტინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა კოპა ამერიკისთვის
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
პსჟ-სთან მარცხმა მესის რადიკალური გადაწყვეტილებისაკენ უბიძგა?
“თუ მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ მოვიგეთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ, რადგან…” – ემილიანო მარტინესი
“ეს უბრალოდ სიგიჟეა” – ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
“მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა” – მოურინიო მესიზე
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
მუნდიალი 2018. არგენტინამ სახლში აუტსაიდერ ვენესუელას ვერ მოუგო [VIDEO]