ვიზიტორთა რაოდენობით 2019 წლის დონეს ვუბრუნდებით, თანხის ხარჯვის კუთხით კი 2019 წლის მაჩვენებელს უკვე ავცდით – IG International

ვიზიტორთა რაოდენობით 2019 წლის დონეს ვიბრუნდებით, თანხის ხარჯვის კუთხით კი 2019 წლის მაჩვენებელს უკვე ავცდით – ამის შესახებ კომერციული უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის, IG International-ის ფინანსურმა დირექტორმა ლაშა კახიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმი სავაჭრო სივრცეების და რითეილ სექტორის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელია.
“სითი მოლი” ქავთარაძის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი იყო შეგვექმნა ახალი სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა უცხოური ახალი ბრენდების შემოსვლა, რომელიც ასევე მსყიდველუნარიან ტურისტს მოიზიდავდა. ტურისტს უნდა ჩამოსვლა თუ აქ დახვდება ბრენდები და ივაჭრებს, მაგრამ თუ შესაბამისი სივრცე არ დაახვედრე, საერთაშორისო ბრენდები არ ჩამოდიან, ამიტომ ერთ-ერთი ფაქტორი ამ ზრდის და განვითარების იყო სწორად დაგვემიზნებინა განვითარების ეტაპზე მაღალი სეგმენტის ბრენდებისთვის, რომლებიც დამატებით ტურისტებს მოიზიდავდნენ, რაც დამატებითი ზრდა იქნებოდა რითეილ სექტორისთვის.
ფართების მიწოდების კუთხით თბილისი ასე თუ ისე გაჯერებულია, თუმცა ახალი ბრენდების შემოყვანის პოტენციალი კონკრეტულ ადგილებზე ვფიქრობთ რომ არის და სწორედ ეს იყო ერთ-ერთ ფაქტორი არსებული ლოკაციების გაფართოების და განვითარების.
ვიზიტორთა რაოდენობით 2019 წლის დონეს ვუბრუნდებით და ეს ძალიან სასიხარულოა. თანხის ხარჯვის კუთხით, 2019 წლის მაჩვენებელს უკვე ავცდით. რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, ტურიზმი იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელი სავაჭრო სივრცეების და რითეილ სექტორის ზრდის”, – განაცხადა ლაშა კახიშვილმა.