ვიზებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, სწორი არ არის

ვიზებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, სწორი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს -ში მექსიკის გავლით შესვლა არ უნდა უწევდეთ.
„ქართველ ხალხს ამერიკაში მექსიკიდან სიარული არ უნდა უწევდეს. შეიძლება, ქართველ პოლიტიკოსებს მექსიკიდან შესასვლელადაც არაფერი შველოდეთ, მაგრამ ქართველი ხალხის მიმართ სწორი არ იყო და არ არის ის პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს აქვთ ვიზებთან მიმართებაში. რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, მეცოდებიან, რადგან არ იციან, რაში შეტოპეს. წითელ ხაზებს „ქოცები“ კვეთენ და სამწუხაროდ, ამერიკიდან პასუხი კიდევ იქნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე