ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის დაინიცირებაც კი სახიფათოა ევროკავშირისთვის – მაია ბითაძე

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მზადაა გაწყვიტოს შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ბლოკის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.
როგორც გამოცემა წერს, ეს იქნება ბრიუსელსა და ერთ დროს გაწევრიანების მოსურნე ყველაზე პერსპექტიულ ქვეყანას შორის ურთიერთობების რღვევის მნიშვნელოვანი ნაწილი.
მმართველი ძალა კი ამტკიცებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ევროკავშირს დააზარალებს.
“ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ერთ დღეში არ მონიჭებია, აქ იყო მთელი მუშაობის წლები, რომლის შედეგადაც, გარკვეული პირობების შესრულების შესაბამისად, ვიზალიბერალიზაცია იქნა მონიჭებული. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც ასევე თავისი სამართლებრივი საფუძვლები უნდა ჰქონდეს, რასაც არანაირად კავშირი არ აქვს იმ პროცესებთან, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობას.
[…] ვიზალიბერალიზაციის როგორც მინიჭება, ასევე შეჩერება არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესი, რომელზეც გავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორის, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი აქტორი და აუცილებელია გარკვეული პროცედურების დაცვა იმისთვის, რომ სამართალი და ბიუროკრატია ევროკავშირის შიგნით შენარჩუნდეს.
[…] ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის დაინიცირებაც კი, […] ძალიან სახიფათოა ევროკავშირისთვის, ღრმად მწამს, რომ წევრი სახელმწიფოები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ,” – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მაია ბითაძემ სამთავრობო TV Imedi-ს ეთერში.