ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხულია – მამუკა მდინარაძე

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოასწრონ -ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება, ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა 16-17 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები, რომელზეც, სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება უნდა განიხილონ.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის „შეჩერება არის გამორიცხულია“.
„ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაყენება იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა იმ ვერსიისა, რომელიც არსებობს, სხვა საფუძველი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან „ნაცაგენტურის“ წარმომადგენლები იხვეწებიან, რომ არანაირი მაშველი რგოლი, არც ზელენსკის სანქციები, არც აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება არ არის მთავარი და ღირებული, რამდენად ღირებული შეიძლება იყოს – საუბრის დაწყებაც კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. მათ იციან, რომ 4 სამართლებრივი საფუძველი, რომელთაგანაც არც ერთი ბუნებაში არ არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოსთან დაკავშირებით მით უმეტესს არ არსებობს, ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა,ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა, სამართლებრივი პრეცედენტი რომ ყოფილიყო იქაც კი არ დაუშვეს და ამ შემთხვევაში ამ 4 სამართლებრივი საფუძვლიდან არც ერთი არსებობს ე.ი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული რამ.
მაგრამ საუბრის და საკითხის დაწყებას წინ არაფერი უდგას და ამას ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოასწრონ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება, ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა. შესაბამისად, რამდენად სპეკულაციურია ყველა ხვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ“. 16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები. მედიაში წინსწრებით გავრცელდა დოკუმენტი – ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ. ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები – მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი.
მედიამ გაავრცელა ასევე ევროკომისიის რიგით მე-7 ანგარიში „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ანგარიში.
რა წერია შეჩერების მექანიზმის ანგარიშში?
ანგარიშში საქართველოს ქვეთავი ექვსი ნაწილისაგან და, ბოლოს, რეკომენდაციებისაგან შედგება.
პირველსავე ნაწილში ხაზგასმულია აცდენა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან და მითითებულია, რომ საქართველოს ახლა უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 25 ქვეყანასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების ქონას ავალდებულებს.
2024 წელს საქართველოს, ანგარიშის თანახმად, „არ მიუღწევია პროგრესისათვის სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ზრდის მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან“, – წერია ანგარიშში.
ავტორების განმარტებით, „საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას არ აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, სავიზო პოლიტიკის აცდენა არ წარმოადგენს რისკს ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით“.
თუმცა, კომისია, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ „სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ევროკავშირის მეზობელი ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირის წევრობის მიზნებისთვის. შესაბამისად, კომისია ელის საქართველოდან პროგრესს სავიზო პოლიტიკის გათანაბრებაში“.
რა შემთხვევაში გამოიყენებს ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს?
2017 წელს ამოქმედებული უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ერთ-ერთი ის ზომაა, რასაც ევროკავშირში განიხილავენ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული შემობრუნების საპასუხოდ.
ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება.
ევროპარლამენტის 27 ნოემბერს მიღებული არასავალდებულო რეზოლუცია სწორედ ამ ინიციატივით გამოდის.
პირადი სანქციებისგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსი არ სჭირდება – საამისოდ საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობაც, რაც გულისხმობს ევროკავშირის მინიმუმ 14 სახელმწიფოს, რომლებიც ჯამში ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.
ევროკავშირი საქართველოს შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში იმსჯელებს.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ განაცხადა 29 ნოემბერს, ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი კონკრეტული ზომების შესახებ.
რადიო თავისუფლებამ წინასწარ მოიპოვა დოკუმენტი – ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირის საბჭოს დასკვნა. საქართველოს ნაწილი კვლავ კრიტიკულია.
დოკუმენტი მხოლოდ მცირედით შეიძლება შეიცვალოს. ამ ეტაპზე, სამუშაო ვერსიაში კი აქცენტები ასეთია:
უვიზო რეჟიმზე
ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო ლიბერალიზაციის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის – ქვეყნის სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის, თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის მოგვარებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფის გზით.