ვივეკ რამასვამი და ილონ მასკი აცხადებენ, რომ -ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა შემოწმდეს

ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განაცხადა ვივეკ რამასვამიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკთან ერთად -ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
რამასვამი ვიქტორია ნულანდის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა იყოს შემოწმებული.
რამასვამი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შეტყობინებას, სადაც აღნიშნულია – „ძნელია, არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“.
„ეს ოქსიმორონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უწყობენ სასაზღვრო კრიზისს“,- აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ.
ვივეკ რამასვამის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ილონ მასკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმება მის აზრს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…