„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
„გაფარ ილმაზი შემოყვანილი იყო ჩვენთან გუშინ, საღამოს საათებში. ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, მოთავსებული იყო თერაპიულ განყოფილებაში. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ სრულად გაითავისა, რაც მოჰყვება 48-დღიან შიმშილობას, მან შეწყვიტა შიმშილობა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს