ვიეტნამის პრეზიდენტი – საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება

საერთაშორისო არენაზე ს პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება, – ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა, ტო ლამმა ჰანოიში, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა.
„ვიეტნამი რუსეთის ფედერაციას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას ულოცავს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთში პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა ძლიერდება, ეკონომიკა აქტიურად ვითარდება, მოსახლეობის ცხოვრება უმჯობესდება, საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება“, – განუცხადა ტო ლამმა ვლადიმერ პუტინს.
ვიეტნამის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევებში მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს იმ კურსის მიმართ, რომელსაც პუტინი ატარებს, მოსახლეობის მაღალ ნდობას ადასტურებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსი ძალიან სწორია და ძლიერი და წარმატებული რუსეთის შემდგომ გაძლიერებასა და განვითარებას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა ვიეტნამის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – როცა კონგრესმენები ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს

ვალერი გელაშვილი – გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდი, მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?