(ვიდეო) – “20:41-ზე უკვე ის ხდებოდა, რასაც ვიდეოში ხედავთ”– ნათია გაბრავა 2024 წლის 28 ნოემბერზე

2024 წლის 27 ნოემბერს პარლამენტთან რომ გავედი ჩვეულად, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იდგა.
მაგდას, Mariamს და Levanს ბანერები ეჭირათ ხელში, ყაველაშვილის ამბები იყო მაშინ. მაგ დღეს ვიფიქრე, რომ მორჩა, ახლა კარგა ხანი არაფერი აღარ იქნება საჩვენოდ. 28 გათენდა, მ ის თქვა, რაც თქვა, მე ავტომატურ რეჟიმში, სამსახურივით საღამოს 8-ზე პარლამენტისკენ დავიძარი, მივედი და 20:41-ზე უკვე ის ხდებოდა, რასაც ვიდეოში ხედავთ. წარმოუდგენელი 1 წელი გავიარეთ, ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოცადეს ყველაფერი- ძალადობა, რეპრესიები, უკანონო დაკავებები და წლობით მისჯილი ციხეები, ნერვიულობას გადაყოლილი ოჯახის წევრები, სრულიად უმუშევრად დარჩენა, მეგობრების/ოჯახის წევრების იზოლატორებში ძებნა შუაღამისას, ქუჩიდან გატაცებები და უამრავი სხვა რამ. მაგრამ პროტესტის 1 წლის თავზეც კი, უამრავი დაპირისპირების, ერთმანეთის ვერ გაგების, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ერთად ყოფნას, ვზრუნავთ, გვეფიქრება, გვეამაყება ერთმანეთი, რუსთაველზე, სასამართლოებში უდიდესი პატივისცემაა. არ შეიძლება ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიაროს, ახლა შეიძლება იმედი ხშირად გიცრუვდება, აღარ იცი რა უნდა მოხდეს, რომ ხალხი გარეთ გამოვიდეს, მაგრამ დამიჯერე, აუცილებლად გამოვა, ოღონდ შენთან ერთად! მე მჭირდები, რომ დაგინახო.
ამიტომ გთხოვთ, ამ ერთი წლის მანძილზე თუ კი ერთხელ მაინც გაბრაზებულხარ და ერთხელ მაინც ყოფილხარ რუსთაველზე, მოდი დღესაც, ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, შენთვის, პროტესტისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს – გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც – მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!