(ვიდეო) – “ხელებს ნუ მიტრიალებ” – დაპირისპირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში

დაპირისპირება იყო აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც აქტივისტები მჯდომარე აქციას გეგმავდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის პოლიციამ არ მისცა. ფაქტს ადგილზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, აქტივისტები დაცვის პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოყარა .
ვიდეომასალას ადგილიდან მოძრაობა “ხმა” ავრცელებს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისული მოძრაობა “ხმის” წევრები გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას და კეკელიძეზე დაკავებულების გათავისუფლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, პოლიცია გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრის ჩამსხვრევას – და მათ მიმართ 3-დან 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება.
“გიორგი და კაკო ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან. კაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
ჩვენ, მოძრაობა ხმა, განცხადებების გავრცელებით არ შემოვიფარგლებით, თუ ჩვენი ორივე წევრი არ გათავისუფლდება და მათ მიმართ დევნა არ შეწყდება.
ისეთ ადგილებში დაგარტყამთ, სადაც ჯერ არ მოგხვედრიათ”, – წერს “ხმა”.
http://

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას