(ვიდეო) – “ხარება” აქციის მონაწილეს პირადად სცემს

ტვ პირველის ცნობით, “თბილისი მოლთან” დაკავებულები პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, “ხარება” კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.
მედიის გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.
კადრები “შაბათის ეთერის” ოპერატორმა აღმაშენებლის ხეივანზე გადაიღოო.
კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულებს ე.წ. კორიდორში ატარებდნენ, ადამიანებს, სადაც მათ სცემდნენ. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ჩართულია არა მხოლოდ სპეცრაზმი, არამედ პოლიცია.
პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა დღევანდელ ძალადობაზე “ხარებათნ” ერთად მიეკერება თემურ კუპატაძეს.
შეგახსენებთ, რომ სანქცირებული ხარება დღეს აღმაშენებლის ხეივანზე აქციის დაწყებამდე გამოჩნდა.
“ხარებასთან” ერთად ავტომობილში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი, იგივე “ტყუპი”.
როგორც “პირველების” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინებოდა, “ხარება” ავტომობილში სიმღერებს უსმენდა.
“ტვ პირველის” კორესპოდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს სთხოვა, გდდ-ის შეფი ალკოტესტზე გადაემოწმებინა, თუმცა უცნობია, ჩაუტარდა თუ არა ძალადობაში მხილებულ ზვიად ხარაზიშვილს აღნიშნული ტესტი.