ვიდეო: “ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არამარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს“ — ანდრო ჭიჭინაძე

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ მომავალს.

“ძალიან უცნაური პროცესია და ვერ ვხვდები რა ხდება. ახლა გამახსენდა, იოზეფ კარლი, არის კაფკას ასეთი პერსონაჟი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის რა ხდება მის თავს.

ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი აბსურდია და გაურკვევლობაზეა. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-თქო.

რაღაცნაირად მოხერხდა და ძალიან უცნაური არის. უცნაური და ერთი მხრივ საინტერესო. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს“ — ანდრო ჭიჭინაძე.

ნახეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ

ეს შესაძლოა დაგვიანებულია, მაგრამ მაინც პასუხია საქართველოს ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილის მოთხოვნაზე და გარკვეულწილად პროტესტზეც, რომელიც მათ გაუჩნდათ ე.წ. „კოჰაბიტაციის“ მიმართ

ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნებში არსებული სხვადასხვა ძალების დავალებებით საქართველოში ჯაშუშები, თუ ვინმე ამის სამართლებრივ შეფასებას ითხოვს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს