(ვიდეო) – ქართველებმა და უკრაინელებმა ბაკურიანში გამოფენილი რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

დღეს, სოციალურ ქსელში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშაა გადმოფენილი, ბაკურიანში, Crystal hotel and spa–ს კოტეჯებში.
ადგილზე მისულ საქართველოს მოქალაქეებს, კოტეჯების დაცვა უებნებოდა, რომ კერძო ტერიტორიაა და მერე რა, რომ რუსეთის დროშაა, მერე რა, რომ ქალს უყვირის…
მოქალაქეები დაცვას უხსნიდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია რუსული დროშის გადმოფენა, თუმცა, დაცვა გაღიზიანდა და ერთ მონაკვეთში, ვიდეოს გათიშვასაც ითხოვდა.
ვიდეოს ავრცელებს გიგა თედორაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე მოქალაქესთან ერთად იყო მისული. გიგა თედორაძემ სცადა ადმინისტრაციასთან საუბარი, თუმცა, უშედეგოდ.
დაცვამ ვერ გადაწყვიტა დამოუკიდებლად, როგორ უნდა მოქცეულიყო, რაციით უკავშირდებოდა ვიღაცეებს.
ერთ–ერთი მოქალაქე, ქალბატონი, ამბობს, რომ მას დედა აგინეს.
საბოლოოდ, დაცვამ ვერ გაბედა რუსეთის დროშის ჩამოხსნა, ის გიგა თედორაძემ ჩამოხსნა, რომელსაც უკრაინელი სტუმრები დაეხმარნენ.
–რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს, – თქვა გიგა თედორაძემ, დროშის ჩამოხსნის შემდეგ და მისი და უკრაინელი სტუმრების ერთიანი გადაწყვეტილებით, რუსეთის დროშა, ნაგვის ყუთში მოათავსეს.
http://

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე – ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, ახლა დაკავებულია ამ მოპარული, „ქეში“ ფულის ამოღებით

ანატოლი გიგაურის ადვოკატი – ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს – მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს