ეს პატარა ვიდეო ნათელი დადასტურებაა, როგორ აქლიავებს რუსული პროპაგანდა ადამიანებს. ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ განსაკუთრებით განათლებულები ვართ და რომ ქართველების უმრავლესობას ეს პროპაგანდა ვერ მოერევა, ძალიან ცდება. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, 20-30-იან წლებში, პროპაგანდით გა byბრუებული სწორედ ასეთი ბოგანო ქართველი კომსომოლები და ბოლშევიკები იყვნენ ისინი, ვინც აქტიურად მოქმედებდა ქართველი პატრიოტების დასაპატიმრბელად, დაბეზღებით, ანონიმკებით თუ სხვა მეთოდებით, შემდეგ მონაწლეობდნენ იგივე 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასტიკ დახვრეტებში (მარტო ვაგონებში ჩახოცილი ხალხის ისტორია რად ღირს?). სურათებს იღებდნენ დახვრეტილი ქართველი პატრიოტების გვამების გვერდით და ოჰჯახებში ინახავდენენ, როგორც საამაყო რელიქვიას. შემდეგ ასეთები მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ კომუნისტური რეჟიმის მიერ გადარჩენილების სასტიკად დასჯას. გაიხსენეთ, რამდენი მიმდევარი ჰყავს დღესაც ჩვენი ხალხის მთავარ ჯალათებს, სტალინს და ბერიას, როგორ იმუშავა საბჭთა პროპაგანდამ რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ისევ ამ გარეწრებზე ლოცულობს და დიდ ქართველებად მიაჩნია. როგორ ფიქრობთ, ახლა რომ ვინმემ დაიწყოს ასეთი ინტერვიუების აღება, ჩვენი “განათლებული” საზოგადოების რა ნაწილი გასცემს მსგავს, თან აბსოლუტურად კატეგორიულ პასუხებს მზია ამაღლობელზე, თავისუფალ ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, გამპიდარასტებელ დასავლეთზე და ა.შ? მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ბევრი და ეს სამწუხარო რეალობაა
