(ვიდეო) – “როგორც ქართველი ქართველებს, გიპასუხებთ – სულელი ცხვრები ხართ” – თინა კანდელაკი

პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, ქართველი გულშემატკივრებს, რომლებმაც დორტმუნდში, მატჩის მსვლელობისას „პუტინ ხუილო” შესძახეს, პასუხობს და ამბობს:
“ეს ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მაგალითზე გაყოლა და ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს. ამიტომ, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, ს პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ბინძური და ვულგარული, ადრე არ მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს. მაგრამ ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა გამბედაობის მწვერვალია. როგორც ქართველი ქართველებს, მე გიპასუხებთ – სულელი ცხვრები ხართ, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ” წერს პუტინის რუპორი.
არხმა „მატჩ-TV-მ” ქართველი ქომაგების შეძახილი „პუტინ ხუილო“ პირდაპირ ეთერში აჩვენა, შემდეგ კი ვიდეოჩანაწერიდან ეს ნაწილი ჯერ გაქრა, შემდეგ ისევ გამოჩნდა, ოღონდ უხმოდ.