(ვიდეო) – რა მოხდა ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში? – “ეს სასაკლაოა”

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნისს წინ ქუთაისში. ხონელიძის სახელობის კლინიკაში 26 წლის ქალის ოჯახის წევრები მივიდნენ და ექიმების დასჯა მოითხოვეს.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სწორედ მშoბიარობის შემდეგ დამძიმდა და მას ოთხი ოპერაცია გაუკეთეს.
“გვეუბნებიან, კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო… მეხუთე ოპერაცია სჭირდებაო. საკეისრო ხო გავუკეთე, ჩამოვიდა დავით ხინგავა, მეო, მახარობელი ვარო, ჯერ ზევიდან მიკაკუნებს, ხო გინდოდა ჯანმრთელი შვილი და შვილიშვილიო, ხოდა ფული მომთხოვა 400 ლარი. 400 ლარი ამოვიღე, მივეცი. ჩუმ–ჩუმად იღებენ ფულებს, ყოველ მეორე კონსულტაციაზე დავით ხინგავა, ჩემი მეორე გოგოც აქ მორჩა, მთხოვდა, თუ გინდა, რომ მივხედო შენს შვილსო, 100-100 ლარს მთხოვდა ყოველ მეორე კონსულტაციაზე. ვაძლევდი. ჩემი შვილი მიატოვეს უყურადღებოდ, საკეისროს მერე, დათო წავიდა მეორე საკეისროზე, ჩემს შვილს ვურეკავ, აიღო ტელეფონი და დედა, მაღებინებს, ცუდად ვარო. დავალაპარაკე ვინმე-მეთქი, არავინ არაა დედა აქ, ვინ დაგალაპარაკოო. თურმე შიგნით სისხლდენა მიმდინარეობდა, ექიმები და ექთნები ქვევით ქეიფობდნენ იმ დღეს…” – ამბობს ახალგაზრდა გოგოს დედა.

ასევე დაგაინტერესებთ