სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გზის გადაკეტვის დროს, გამიზნულად დაეჯახა მანქანა ორ გოგონას.
თიკა პატარაია:
“გუდაურიდან ჩამოვედით, საბას დავხვდით.
ახლა მივდივართ მარიამ მეყანწიშვილთან, რომელსაც გზის გადაკეტვის დროს მანქანა დაეჯახა გამიზნულად! და საავადმყოფოშია გადაყვანილი ასევე გადაყვანილია კიდევ ერთი სეუ-ს სტუდენტი.
ამოწყდით!”
ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძე:
“ზებრების აქციაზე რამდენიმე ადამიანი გაიტანა მანქანამ ძალით. მარიამ მეყანწიშვილი გადაიყვანეს სასწრაფოში, მანამდე გონი დაკარგა ორჯერ. მეორე დაზარალებულიც, ლიზი უბილავაც, ამ წუთას წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ გვითხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი “გადაცემულიაო” შესაბამის ადგილასო. გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცით”.
იურისტი, თეონა ჭალიძე:
ეს მანქანა დაეჯახა 2 გოგოს გამიზნულად. ვეძებთ მანქანის მძღოლს! რისთვის ადვილი მისახვედრია!
გოგოები საავადმყოფოში არიან, ჯერ არ ვიცით კვლევების შედეგები
ლაშა ტყეშელაძე:
მარიამ მეყანწიშვილს დაუდგინდა ნეკნის მოტეხილობა დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ 3 საათში‼️ პოლიციიას აქამდე არ დაუკავებია მოძალდე, რომელმაც განძრახ დაარტყა მანქანა მარიამს‼️ არც გამოკითხვაზე მოსულან – გონივრული ეჭვი ჩნდება რომ მოძალადეს ფარველობს სისტემა ‼️
ვრცელდება ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ადგილზეა პოლიციაც, თუმცა, მძღოლს წასვლის საშუალებას აძლევს.
https://www.facebook.com/share/v/19akSg2VPk/
