თათია ნიკოლაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, დეპუტატ მარიამ ლაშხს ეკითხება, რა უნდა ევროპაში, მასონების არ ეშინია?, – და წერს:
ივანიშვილის მონებს შორის განსხვავება რთული საპოვნელია ზოგადად, თუმცა ამ კონკრეტულმა თავი მასონების ფობიით დაგამახსოვრათ – ახლაც მაგ საქმეზე ყოფილა. მასონები აფინანსებენ თურმე აქციებსაც, ოპოზიციასაც და მთელს მსოფლიოსაც მართავენ.
ვიდეოში, თათია მას მიმართავს და ეუბნება:
რუსეთის მონები ევროპებში კიდევ დადიან? მასონების არ გეშინიათ? ვის ხარჯზე ხართ ე.წ. პარლამენტის წევრი? რუსული ხელისუფლების დასისხლიანებული ადამიანების? რა არის ტყუილი, არ გინახავთ თქვენი ხარება როგორ ასისხლიანებს? საერთოდ არ გრცხვენიათ? რომ ჩამოხვედით, რა უნდა უთხრათ, მასონები მართავენო? ეგ უნდა მოუყვეთ? თქვენც გეღიმებათ თქვენს სისულელეზე? მთელმა საქართველომ რომ მასხრად აგიგდოთ? შუბლის ძარღვი გაქვთ გაწვეტილი.
მარიამ ლაშხმა განაცხადა, რომ მასზე მეტს თუ გააკეთებენ ქვეყნისთვის, მერე ელაპარაკონ, თუმცა, ვერ პასუხობს რა გაუკეთებია. მან თქვა რომ სამსახურის საქმეზეა ევროპაში და ასევე, მოქალაქეს დაემუქრა, რომ ადევნებისთვის უჩივლებს, თუმცა, კითხვის დასმა საჯარო სივრცეში, როცა არც გადაადგილებაში გეშლება ხელი, რატომაა ადევნება, არ უთქვამს.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხმა, გასულ წელს ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე ჟურნალისტ ლუის გუდალთან საუბრისას გლობალური ომის პარტია შეადარა მასონებს და თქვა: „ეს არის… გჯერათ მასონების? თავისუფალი მასონების… მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ.”
