საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
გამთენიიდან მოყოლებული იბომბება რუსეთის ქალაქ რიაზანთან არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ის წლიურად 17.1 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს და ერთ-ერთი უდიდესია რუსეთის ტერიტორიაზე. ნავთობი რუსული ეკონომიკისა და სამხედრო ძალების ხერხემალია. თუმცა აქ კიდევ სხვა რამ არის საინტერესო: რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ისეთი ეფექტური არაა, როგორც მათ სურდათ წარმოეჩინათ, ხოლო კრემლიდან მუქარები თავისი ტერიტორიის ხელშეუხებლობის შესახებ სიცარიელე აღმოჩნდა და ამას უკვე მერამდენედ ვადევნებთ თვალს.
http://