ვიდეო: “ანდრო სჭირდება ქართულ თეატრს, გვჭირდება ჩვენ, მის მეგობრებს…“- რას ამბობს გიორგი ცხადაძე

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

სასამართლო პროცესზე ბიჭების მხარდასაჭრად გიორგი ცხადაძეც იმყოფება, რომელიც “ტვ პირველთან კომენტარს აკეთებს.

“წინა წლისგან განსხვავებით, შეიძლება, ბავშვური იმედი მქონდა, რომ ეს წელი უკეთესი იქნებოდა. ყოველდღე ველოდები, რომ კარგ ინფორმაციას მოვისმენთ. სამწუხაროდ, ყოველდღე კიდევ უფრო ცუდი ინფორმაციის მომსწრე ვხდებით. რამდენიმე ჩემს კოლეგას გავესაუბრე, შეიძლება, ბავშვური იმედია, მაგრამ მგონია, რომ გამოუშვებენ, იმედს ვიტოვებ, რომ სინდისის პატარა მარცვალი შეიძლება იყოს დარჩენილი გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის.

აქ არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს არის პოლიტიკური და ნამდვილად ასეა… მგონია, ყველა ხვდება, რა არის ჭეშმარიტება და სიმართლე. ანდრო სჭირდება ქართულ თეატრს, გვჭირდება ჩვენ, მის მეგობრებს, ანდროსთან ერთად უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და ეს დღეს უნდა მოხდეს…“- ამბობს გიორგი ცხადაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი