ვიდეოს გავრცელებაზე განცხადების შემდეგ ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

ტელეკომპანია „პოსტივის“ თანამშრომელი და მომღერალი სპცეიალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. აღნიშნულის მიზეზი მუსიკოსის მიერ გუშინ, 7 დეკემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც კირკიტაძე აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!
ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!“ — წერდა კირკიტაძე სოციალურ ქსელში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ უწყების წარმომადგენლები კირკიტაძეს პოსტის გავრცელების შემდეგ დაუკავშირდნენ და ის საგამოძიებო სამსახურში დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიბარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს