ვიდეომიმართვის გამო სუსმა ზვიად კუპრავა დააკავა

4 ოქტომბრის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, დღეს, 1 ოქტომბერს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა დააკავეს – ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გამართა სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
სუსში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ამავდროულად არის თბილისის საკრებულოს წევრი, დააკავეს ვიდეომიმართვის გამო, რომელიც გუშინ, 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მან „ფეისბუკში“. მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გაკეთებას.
„მან განათავსა ვიდეო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბერის ს ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით არჩევნები „რუსულ სპეცოპეარაციად“, საარჩევნო უბანი – „სპეცოპერაციის პუნტქტად“, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება, „ივანიშვილად“ მოიხსენია, – რაც ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრივობას“, – თქვა სუსის უფროსის მოადგილემ.
4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის არცევნები იმართება, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების „მშვიდობიანად დამხობას“ აპირებს – დაგეგმილია აქცია პარლამენტის შენობასთანაც.
ზვიად კუპრავამდე, 11 სექტემბერს ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ც. მასაც ედავებიან საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს, რომელშიც ის „ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე“ საუბრობდა.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

„ლაგი კაპიტალის“ ორ წარმომადგენელს ბრალი ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე წარედგინა

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა