ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად

ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, ს პრემიერ ფიცოს და -ს პრეზიდენტობის კანდიდატ ს მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ს გასანადგურებლად, – ამის შესახებ ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი აცხადებს, რომ ტერორისტული აქტი იმ პიროვნების მიმართ იგეგმებოდა, რომელმაც სამშობლოს მშვიდობა არაფერზე გაცვალა. ის სვამს კითხვას, რატომ მალავდა ოპოზიციური მედია, გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები საზოგადოებისგან ასეთ სკანდალურ საქმეს.
“ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად. იმ ადამიანის მოსაკლავად, რომელმაც არაფრის ფასად არ გაცვალა თავისი სამშობლოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
ყველაფერზე წამსვლელი ადგილობრივი და უცხო ძალებმა იციან რომ არჩევნებში მათ მარცხი გარდაუვალია, მათი ბოროტი განზრახვითა და წარმოდგენით ასეთი პოლიტიკური მკვლელობის აქტი, მათ გზას გაუხსნიდა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ, თავიდან ბოლომდე ამოატრიალებდა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვექტორს. ცხადია, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება – რატომ მალავდა ასეთ სკანდალურ საქმეს ოპოზიციის მედია და გამოკითხული პირები და ადვოკატები? დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გამოიძიებენ და უფრო დიდი სურათი გამოჩნდება,” – წერს ნიკოლეიშვილი.
Previous: თუ ვინმეს გონებაში “იხარშება” ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას ნაცრადიკალთა და “გლობალური ომის პარტიის” სასარგებლოდ, მწარედ ცდება

ასევე დაგაინტერესებთ

უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს

ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში

10 წლის განმავლობაში არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი

როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, ეს ყველა ქართველის ინტერესშია

ევროპარლამენტარი: ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, არაგამჭვირვალედ იმალებიან „სამოქალაქო საზოგადოების“ უკან, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოში არჩევნების შედეგებზე