„ვიბრძოლებთ ბოლომდე“, „რუსებო“, „მონებო“ – პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილები „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას შეძახილებით შეხვდნენ

„ვიბრძოლებთ ბოლომდე“, „რუსებო“, „მონებო“ – პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილები „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.
ამასთან, მათ 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაც დააანონსეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ “არა რუსულ კანონს”, “რუსებო”. “მონები ხართ, მონები”.
“ბრძოლას ვაგრძელებთ, არ ვიშლებით. 19:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ. ყველანი გარეთ. ”ქართულ ოცნებას” არ უნდა შერჩეს ჩვენი მომავლის დანგრევა, ვაპროტესტებთ ბოლომდე. არ დავიშლებით”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.