ვიაჩესლავ ვოლოდინი – „უცხოური აგენტები“ რუსეთში გამომუშავებული თანხის განკარგვას მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ

„უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი პირების საქმიანობაზე კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი ადგენს, რომ „უცხოური აგენტები“ რუსეთში გამომუშავებული თანხის განკარგვას მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ , – ამის შესახებ ს სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი თქმით, 14 ნოემბერს სახელმწიფო სათათბიროს წარედგინება კანონპროექტი სპეციალური პროცედურის შესახებ, რომელიც ეხება „უცხოური აგენტების“ ანაზღაურებას და სხვა გადახდებს ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებისა და ბრენდების გამოყენებით.
ვოლოდინის განმარტებით, კანონპროექტი ავალდებულებს “უცხოურ აგენტებს” გახსნან რუბლის სპეციალური ანგარიში რუსეთში, რომელზეც ჩაირიცხება ნებისმიერი შემოსავალი შემოქმედებითი საქმიანობიდან. თუ „უცხოურ აგენტად“ გამოცხადებული პირი, ან ორგანიზაცია არ გახსნის სპეციალურ ანგარიშს, ამის გაკეთების ვალდებულება ექნება მას, ვინც ჰონორარს გადაურიცხავს.
ის, ვინც მათ გადარიცხავს საფასურს, ვალდებული იქნება ამის გაკეთება, განმარტა ვოლოდინმა.
„უცხოური აგენტები სპეციალური ანგარიშიდან თანხების განკარგვას მხოლოდ უცხოური აგენტის სტატუსის გაუქმების შემდეგ შეძლებენ“, – წერს ვოლოდინი და დასძენს, რომ “სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება თანხების ბიუჯეტში გადარიცხვა”.
ვოლოდინის ინფორმაციით, ამ დროისთვის „უცხოურ აგენტად“ 491 ადამიანია აღიარებული.
„მათი უმეტესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ ჰონორარს რუსეთიდან იღებს. ისინი თავს უფლებას აძლევენ, გააგრძელონ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების შეურაცხყოფა. ისინი არ ერიდებიან იმის თქმას, რომ მიღებულ თანხას, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზეც ხარჯავენ. ეს მიუღებელია“, – წერს ვოლოდინი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მომავალ კვირას იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

პრემიერი – ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია