18 წლის შშმ ბიჭის, გიო დავითურის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედა, მაია ბარათაშვილი ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.
“2-3 დღის განმავლობაში, ბავშვი, ფაქტობრივად, სიკვდილის პირას მივიდა. კვდება ბავშვი და ვინმემ მომაქციოს ყურადღება, ვინმე მოვიდეს […] აქ ბავშვს ვერ დავტოვებ, იმიტომ, რომ აქ ბავშვი მომივკდება”, – ამბობს TV პირველთან საუბრისას ბარათაშვილი, რომელმაც უკვე 2 ღამე გაათენა “ჯეო ჰოსპიტალსის” ეზოში.
ბართაშვილის შვილი ჰოსპიტალში ორი დღის წინ, 21 აგვისტოს შეიყვანეს და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
“ჰეო ჰოსპიტალი” მეოთხე კლინიკაა, რომელსაც ბარათაშვილმა შვილთან ერთად მიაკითხა 21 აგვისტოს. იქამდე ის იმყოფებოდა ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში, გერმანულ ჰოსპიტალსა და ინგოროყვას კლინიკაში. როგორც მაია ბარათაშვილი “რადიო თავისუფლებას” უყვება, შშმ ბიჭი არცერთმა კლინიკამ არ მიიღო და მშობელს ფსიქიატრიულისკენ მიუთითებდნენ. პაციენტი “ჯეო ჰოსპიტლშიც” რამდენიმე საათის დაგვიანებით, მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილზე შშმ ბავშვთა უფლებადამცველი, ასევე შშმ პირის მშობელი, თამარ იარაჯული მივიდა. იარაჯული გიო დავითურის მდგომაროების დამძიებას დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას უკავშირებს.
გიო დავითურს შშმ სტატუსი აქვს – მას უჭის საუბარი და დამოუკიდებლად ვერ გადადგილდება. მისი ქცევის ცვლილების გამო დედამ ივარაუდა, რომ თავის ან კბილის ტკივილი ჰქონდა, რის გამოც კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტა. მარა ბარათაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას ამბობს, შშმ სტატუსის მქონე ბავშვებს კლინიკები პირდაპირ ფსიქიატრთან ამისამართებენ მაშინაც, თუ მას სომატური ჩვენებები აქვს. შშმ ბავშვის დედა, ასევე, ამბობს, რომ ფიზიკური ტკივილის გაყუჩების გარეშე ფსიქიატრი ბავშვთან ვერ იმუშავებს.
“გადასარჩენია გიორგი სასწრაფოდ. ძალიან მშვიდად და წყნარად, ვთხოვთ მიხეილ სარკველაძეს, მოვიდეს კლინიკაში. სასწრაფოდ დაიგეგმოს, თუ შესაძლებელია, ან აქვე, საუკეთესო რეანიმაციაში გადაყვანა, ან შეუთანხმდნენ სტამბულის კლინიკას – რეანიმობილით გადაგვიყვანია პაციენტები. ამ წუთას გიორგი ებრძვის სიცოცხლეს, მომაკვდავი პაციენტია და ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ვერ შველიან ასეთ პაციენტებს […] სიმწრით გზრდილ შვილებს რომ გვიკლავთ, ახლა მაინც გაიღვიძეთ, შაბათი იქნება თუ კვირა და აგერკვიეთ რა ხდება. ვიღაც არაკომპეტენტურებს ნუ უშვებთ”, – ამბობს თამარ იარაჯული მიმართვაში, რომელსაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
“ვითხოვ შვილის გადარჩენას, სხვას არაფერს. საქართველო იქნება ეს, თუ თურქეთი, სადაც შეიძლება რომ გადავარჩინოთ, გთხოვთ, რომ დამეხმაროთ და გადამირჩინოთ შვილი”, – ამბობს მაია ბარათაშვილი ამავე მიმართვაში.
