ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში –

დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და პირველ რიგში იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, აზიის განვითარების ბანკს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონის გუბერნატორს და ქალაქ რუსთავის მერს, დეპუტატებს.
„კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ რუსთაველებს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და პირველ რიგში იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში. ილია თოფურია არის რუსთაველების ნიჭიერების განსაკუთრებული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ქართველ კაცს თავისი ქვეყნისთვის. მადლობა ილია თოფურიას მისი პატრიოტიზმისთვის და იმ დიდი წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა,.
4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ ეს ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადოთ ილიას და მივულოცოთ მას ეს წარმოუდგენელი წარმატება.
რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, გამორჩეულად ღირსეული, ნიჭიერი ხალხით. ამის ერთ-ერთი საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია და ეს ქალაქი რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. დღევანდელი დღე, ამ დარბაზის გახსნაც არის იმის გამოხატულება, რომ მაქსიმალური ზრუნვა არის საჭირო ამ ქალაქზე, რუსთავზე.
სპორტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბევრი თვალსაზრისით, სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას.
ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დრე არის ამის გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერმა.– განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს