“ვვარაუდობ, გვარამიამ კეზერაშვილი დააშანტაჟა, ფული გამოართვა და მელიას გადააგდებს” – ჩერგოლეიშვილი

მე რასაც ვუყურებ, ასეთი ამბავია.
გვარამიას სჭირდება ფული – ფულის გარეშე ეგ ვერავის მიიზიდავს. რა ფულიც მაგას სჭირდება, ეგ ფული აქვს მარტო კეზერას – არავინაა კეზერას გარდა იმის გოიმი, რომ ფული გვარამიაზე ფლანგოს, თან დიდი ფული – ადამიანების საყიდლად. კეზერას ხუთიანი აქვს ნაყიდი. რა შეიძლებოდა ექნა გვარამიას, რომ კეზერაშვილისთვის ფული გამოეძალა? ამდგარიყო და კეზერაშვილის არქენემისთან – მელიასთან დაეწყო მოლაპარაკებები გაერთიანებაზე. ლოგიკა რა არის? გვარამია და მელია ერთად, კეზერას ხუთიანს დააზიანებენ. მაგრამ ცალკე აღებული გვარამია, მელიას დააზიანებს – აქტივსაც გაუწევს კეზერაშვილის ფულით და ამომრჩეველსაც გაუყოფს. ცხადია, ხუთიანის ხმებსაც გაყოფს და მაგრამ ეს ხმები ს შემდეგ შეერთდება. ანუ, მე ვვარაუდობ რომ გვარამიამ მელიასთან ერთიანობით კეზერაშვილი დააშანტაჟა, ფული გამოართვა (ან შეიპირა – ეს კიდევ ცალკე საგა იქნება, დაპირებულზე წვალება) და მელიას გადააგდებს. თუ თავად ბარიერის გამო არ შეშინდა. მაგრამ ისეთი არაადეკვატური ეგო აქვს, შეიძლება არ შეეშინდეს – სადღაც მოვკარი თვალი, თავს იქებდა ბრენდინგი ვიციო, აი რაც ვიცი, ვიციო. ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია იქ დალაგდებიან, სადაც კეზერაშვილი დაარასკლადებს – ანუ გვარამიასთან. გვარამიას ეგეც დაეხმარება ეგოს დაბუსტვაში და თავდაჯერებაში.
ასე ვხედავ ამ მომენტისთვის მაგ ფლანგზე ვითარებას.