ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე – მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს, – ილია თოფურია
ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს, – ამის შესახებ UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.
ის ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას „ინსტაგრამზე“ და წერს, რომ რცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს.
“ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია. ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია. ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის”, – წერია თოფურიას “ინსტაგრამ სთორიში”.
