ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს, სწორედ ეს ითქმის ელისაშვილ-ხაზარაძეზე – მაჭარაშვილი

ამომრჩეველი ელისაშვილს ჰკითხავს, ხაზარაძეში ვეღარ ხედავს თაღლითს და აღარ არის ის კაცი, რომელიც მომაკვდავ პატიმრებს კრედიტებს უხსნიდა ციხეში და ხალხს ძარცვავდა? ხაზარაძე შეიცვალა?, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს“, – სწორედ ეს ითქმის ელისაშვილ-ხაზარაძეზე. ამომრჩეველი ელისაშვილს ჰკითხავს, ხაზარაძეში ვეღარ ხედავს თაღლითს და აღარ არის ის კაცი, რომელიც მომაკვდავ პატიმრებს კრედიტებს უხსნიდა ციხეში და ხალხს ძარცვავდა? ხაზარაძე შეიცვალა? აგენტურაზე ხელს რომ მოაწერს, ეს იმის შედეგია, რადგან უკვე აღარავინ გეკითხება, ვისთან მიხვიდე და ვისთან არა. შეიძლება, მათ ხელის ჩამორთმევის და თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ, მაგრამ როცა პატრონი გეტყვის, ასე უნდა გააკეთო, შემდეგ დაივიწყებ მომაკვდავ პატიმრებს, როგორ ძარცვავდა ხაზარაძე. ხელსაც ჩამოართმევ, ჩაეხუტები, რადგან ამას შენი უცხოელი პატრონი გიბრძანებს. ხაზარაძე და ელისაშვილი ლამის ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთმანეთისთვის მორალურად მიუღებლები იყვნენ. როგორ შეიძლება, მათ გაერთიანებას ხმა მისცე? გამოდის, ხაზარაძემ ელისაშვილს კრედიტი გაუხსნა, რადგან მანამდე ამბობდა, როცა პატიმარს კრედიტს უხსნი ციხეში, არაკაცი ხარო და ახლა ხელს ართმევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ რაც იკადრა, არაკაცობა იყო და როგორც ჩანს, მხოლოდ მისი განზრახვა არ ყოფილა, ამ ყველაფერს უფასებენ. ზუსტად ეს არის ის უცხოური ძალა და აგენტურა, ასეთ არაკაცურ საქციელს დაგიფასებენ და სიაში ჩაგსვამენ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა.