“ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ” – თორნიკე ოქრიაშვილი

გადაცემაში “სპორტი იმედზე” თბილისის “დინამოს” შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა. 32 წლის ფეხბურთელის თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში მოხვდეს.
“სარეაბილიტაციო პროცესი დავასრულე და გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს დავიწყებ. მომდევნო ტურში ს “დინამოს” ვუმასპინძლებთ და სრულად თუ არა, რამდენიმე წუთით თამაშს მაინც შევძლებ. რაც შეეხება ჩემი ნაკრებში დაბრუნების შანსებს, იმედები არ დამიკარგავს, რადგან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, “დინამოს” შემადგენლობაში სამი მატჩის ჩატარების საშუალება მექნება და ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის ღირსი ვარ.
თუ ევროპის
ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცემა, ამ შანსს ბოლომდე გამოვიყენებ. უზომოდ მოტივირებული ვარ”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სტუმრად მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს გამართავს.