ვეფხია კასრაძე: „ლელოდან“ 4 წევრი ვართ დაკავებული და ჩვენ ვართ კიდევ მოღალატეები?

სინდისის პატიმარმა, „ლელოს“ წევრმა ვეფხია კასრაძემ, დღეს 10 ივლისს, სასამართლოს სხდომაზე ადგილობრივ არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობაზე ისაუბრა.

ვეფხია კასრაძის განცხადებით, თავად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, თუმცა არ იზიარებს აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ღალატია. მისი თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა

მე ვერავის ვერ მოვუწოდებ ვერც სკენ და ვერც ბოიკოტისკენ. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. ვდგავარ ჩემი პარტიის გვერდით და ვიქნები, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მივაღწევთ. მე თვითონ ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ხაფანგში შეთრევა. მაგრამ როცა მამუკა და ბადრი დაიჭირეს, ცხადი გახდა, რომ თუკი ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა უნდოდათ, არ დააკავებდნენ და არც მე ვიქნებოდი ციხეში. 4 წევრი ვართ პარტია „ლელოდან“ დაკავებულები და ჩვენ ვართ კიდევ ჩვენი ქვეყნის მოღალატეები? სად არის ლოგიკა? ჩემს ღირსებას ვინც შეეხება, იმას აუცილებლად მოვთხოვ პასუხს.

„მოგეხსნებათ, პარტია „ლელოს“ წევრი ვიყავი. მადლობა არ გადამიხდია ჩემი გუნდისთვის დაფასებისთვის. ისეთი დებატები იყო, უხერხული იყო ამაზე მესაუბრა. ჩემო თანაგუნდელებო, ჩემთვის არ იყო სასიხარულო [დაწინაურება პარტიაში]. ნებისმიერი დაწინაურება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ვინმეს მსგავსი რამ უხარია, ესე იგი, ამ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. მე დიდი ხანია, ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა მაქვს აღებული.

დაახლოებით 12 წლიდან ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი. 1000 მოსწავლე იყო ჩემს სკოლაში, მაგრამ პირველი ვიყავი, ვინც პიონერის ყელსახვევი დავხიე. კომკავშირელიც არ ვყოფილვარ. კინაღამ დაიჭირეს ჩემი მშობლები. მოსკოვიდანაც დარეკეს. მერე მიმიწვიეს ცხინვალის თეატრში. „ბახტრიონში“ ვითამაშე. ჩემს სულში ამან საბოლოოდ გააღვიძა ქართული ჯიში და გენი, რაც გენეტიკიდან მოდის. 17 წლიდან ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. 18 წლის წავედი ჯარში [რუსეთში], მოვახდინე იქ აჯანყება და 18 კაცი წამოვიყვანე იქიდან. ამას მოჰყვა მერე ქართული გვარდიის შექმნა. პატარა წვლილი აქაც მაქვს.

რასაც ახლა ვყვები, დიდ თავდადებას მოითხოვდა. 21 წლის ასაკში 3 ომი მქონდა გამოვლილი და 20-ჯერ მაინც გადავრჩი აშკარა სიკვდილს.
მე გამოვიყვანე სოფლის მოსახლეობა 2008 წლის აგვისტოს ომში, როცა ხელისუფლებამ ფაქტობრივად მიგვატოვა. დაგრძელებული რომ აქვთ ახლა ენები და თურმე მე ვყოფილვარ მოღალატე, რადგან თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას.

მარტო ლიდერი არ არის, შინდისის გმირების მემორიალთან მაქვს მისთვის ძმობა შეფიცული და პირობა დადებული, რომ ამ ქვეყანას ამოვიყვანთ ჭაობიდან. მზად ვარ ჩემი სამშობლოსთვის თავი დავდო ყველა ჯერზე, როცა ეს საჭირო იქნება. აუცილებლად დადგება [გამამტყუნებელი] განაჩენი, მოგვისჯიან ჩვენც. მზად უნდა იყოთ მშობლებო, ამ ბრილიანტის თაობის შვილების დედებო და მამებო.

მე ვერავის ვერ მოვუწოდებ ვერც არჩევნებისკენ და ვერც ბოიკოტისკენ. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. ვდგავარ ჩემი პარტიის გვერდით და ვიქნები, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მივაღწევთ. მე თვითონ ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ხაფანგში შეთრევა. მაგრამ როცა მამუკა და ბადრი დაიჭირეს, ცხადი გახდა, რომ თუკი ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა უნდოდათ, არ დააკავებდნენ და არც მე ვიქნებოდი ციხეში. 4 წევრი ვართ პარტია „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ კიდევ ჩვენი ქვეყნის მოღალატეები? სად არის ლოგიკა? ჩემს ღირსებას ვინც შეეხება, იმას აუცილებლად მოვთხოვ პასუხს.

„ლელო“ არის ჩემი ოჯახი, როგორც ეს ბიჭები და მათი მშობლები ხართ ჩემი ოჯახი. ჩვენ არავის ვესხმით თავს. განსხვავებული აზრი და სტრატეგია თუ ღალატია, მე ეს არ ვიცოდი. არ ამალაპარაკოთ, თორემ ვიტყვი, რა არის ნამდვილი ღალატი. ყველა ომი ჩემ თვალწინ მოხდა, ყველას ყველა ნაბიჯი ვიცი, მაგრამ არავისთვის არაფერი წამომიძახებია და არავისთვის ჩემი ბრძოლა არ დამიყვედრებია.მინდა ჩემს სამშობლოს ისე ვუყვარდე, როგორც მე მიყვარს.

ხელისუფლების შეცვლის ნებისმიერ სტრატეგიას პატივს ვცემ. ორი გზაა არჩევნები და რევოლუცია. დღეს მე მიმაჩნია, რომ ჩვენი არჩევანი არის რისკიანი, მაგრამ ქართველებს უამრავი ბრძოლა გვაქვს მოგებული, 5 000 კაცს 40 000 დაგვიმარცხებია. ესეც ბრძოლაა და უნდა ვიბრძოლოთ კონსტიტუციის ფარგლებში. ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოს გადატრიალებას?! მე არავის ვუსურვებ, რომ ციხეში ისხდნენ, არც ჩვენ უნდა ვისხდეთ, მაგრამ ასე მოგვიწია. ამ ეკლიან გზაზე მოვდივარ მთელი ცხოვრებაა, მაგრამ ჩემი არჩევანია ეს. არავისთვის დამიყვედრებია, მე რომ ვომობდი, შენ რატომ არ ომობდი-მეთქი.

ამდენი ბრძოლა გამომივლია და რაც მამუკას გაუკეთებია ქართულ ბრძოლაში და პოლიტიკაში, შედარება რომ გავაკეთოთ, მისი ბრძოლა და მნიშვნელობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩემი. ამიტომაც შევფიცე მას ძმობა და ვიქნები მის გვერდით ბოლომდე. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ჩვენი გზა ერს არ დააზიანებს“, – განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

წყარო