ვეტოს საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია გაიმართება

“ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ!” – რუსული კანონის მოწინააღმდეგეები,დღეს, 27 მაისს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქციას აანონსებენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას 09:00 საათზე დაიწყებს. ვეტოს დაძლევაზე კი “ოცნების” წევრები სესიაზე 28 მაისს იმსჯელებენ.