ვეტოს დაძლევა არის ჩვენი ევროპული მომავლის და განვითარების ღალატი – სოსო ბერიკაშვილი

„ვეტოს დაძლევა არის ქართველი ხალხის, ჩვენი ევროპული მომავლის და განვითარების ღალატი“, – ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები „რუსული კანონის“ მიღებით მოღალატის დამღას ვეღარ მოიშორებენ.
„ამ დამღას ისინი ვერასდროს ჩამოიშორებენ. როგორც ორჯონიკიძე გახდა მოღალატის სინონიმი და გვარი, რომელსაც ატარებენ კარგი და ღირსეული ადამიანები, მაინც მოღალატის ასოციაციას იწვევს, ეგრე იქნება ამათი გვარები. სამწუხაროდ, ამას უკეთებენ საკუთარ შვილებს და საკუთარ შთამომავლობას. ეს არის უბრალოდ ხმა მიეცი კანონს, ან არ მისცე. ეს არის ღალატი ქართველი ხალხის, ეს არის ღალატი ჩვენი ევროპული მომავლის და ჩვენი განვითარების“, – განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.