ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა ადეიშვილის პირველმა მოადგილემ წოწორიამ და მისი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ვეტინგი ში ჩაატარა ადეიშვილის პირველმა მოადგილემ წოწორიამ და მისი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ე.წ. ვეტინგის საფრთხეებზე და აღნიშნული სისტემის მომხრე 9 მოსამართლის არაკოლეგიალურობაზეა საუბარი.
როგორც თევზაძე წერს, უკრაინაში, ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას მიერ “ვეტინგის” სისტემით არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
“ერთსაც მივამატებდი, ე.წ. ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ნონა წოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა და ძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს” – წერს ლევან თევზაძე.
ცნობისთვის, 2023 წლის მაისში, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი 2.7 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას