“ვეტინგის” აუცილებლობაზე უსაგნო პროპაგანდა დაემსგავსა გაფუჭებულ პატეფონს

“ვეტინგის” აუცილებლობაზე უსაგნო პროპაგანდა დაემსგავსა გაფუჭებულ პატეფონს
“ვეტინგის” აუცილებლობაზე უსაგნო პროპაგანდა დაემსგავსა გაფუჭებულ პატეფონს. როცა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა გამართულია ბევრ ქვეყანასთან შედარებით და როცა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა დაუშვებელია, უაზროა რაღაც ბლა ბლა “ვეტინგის” საკრალიზაციაზე, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, „ვეტინგზე“ საუბარი ტრაგიკომიკურია, მაშინ როცა კვირა არ გავა, რომ დასავლურმა მედიამ არ გვაუწყოს ევროპარლამენტში ვითომ “დავეტინგებული” ევროპარლამენტარების აღვირახსნილ კორუფციაზე.
„”ვეტინგის” აუცილებლობაზე უსაგნო პროპაგანდა დაემსგავსა გაფუჭებულ პატეფონს. როცა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა გამართულია ბევრ ქვეყანასთან შედარებით და როცა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა დაუშვებელია, უაზროა რაღაც ბლა ბლა “ვეტინგის” საკრალიზაციაზე.
მით უმეტეს, ეს უფრო ტრაგიკომიკური ხდება, როცა კვირა არ გავა და დასავლური მედია არ გვაუწყებს ევროპარლამენტში ვითომ “დავეტინგებული” ევროპარლამენტარების აღვირახსნილ კორუფციაზე.
დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრის, „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) “მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსის თანახმად, სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა. ხოლო ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილს იკავებს.
“პატეფონი” შეცვალეთ, საქართველოს ვითარებაში “ღრმად ჩახედულნო”!“- წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს