ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ

ვეტერინარები და ცხოველების მოყვარულები პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ სტვენითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „წადით, წადით!“, „საქართველო, საქართველო!“.
გარდა ამისა, მარშის მონაწილეებს თან ჰყავთ შინაური ცხოველები. გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „ვითხოვთ უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრების გათავისუფლებას!“, „ვეტერინარები მოვითხოვთ ევროპულ მომავალს!“.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე გზა აქვთ გადაკეტილი.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის ნაწილია