“ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით” – თბილისში აქცია დაანონსდა

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს და ს მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებს.
“დაფიონი“ ყველას მოუწოდებს, გავიდნენ აქციაზე და “პასუხი გასცენ “ოლიგარქის“ სამარცხვინო განცხადებას“.
საქართველო ბოდიშს არ მოიხდის! ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით…
დავდგეთ ერთად და გავცეთ პასუხი ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც კოლაბორანტმა ოლიგარქმა გააჟღერა. “მას ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის,
მტერივით მოეკითხება!” 19 სექტემბერს, 19:00-დან, გელოდებით ყველას პარლამენტთან. დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება!“,- წერია აქციის აღწერაში.