“ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით” – თბილისში აქცია დაანონსდა

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს და ბიძინა ივანიშვილის მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებს.
“დაფიონი“ ყველას მოუწოდებს, გავიდნენ აქციაზე და “პასუხი გასცენ “ოლიგარქის“ სამარცხვინო განცხადებას“.
საქართველო ბოდიშს არ მოიხდის! ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით…
დავდგეთ ერთად და გავცეთ პასუხი ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც კოლაბორანტმა ოლიგარქმა გააჟღერა. “მას ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის,
მტერივით მოეკითხება!” 19 სექტემბერს, 19:00-დან, გელოდებით ყველას პარლამენტთან. დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება!“,- წერია აქციის აღწერაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…