ვეტერანები გაზრდილი პენსიის გარეშე | ხელისუფლების მიერ მოტყუებული ათობით ძალოვანი ვეტერანი და პენსიონერი

ძალოვანი ვეტერანები და პენსიონერები ყალბი ფინანსური დაპირების მსხვერპლი გახდნენ. ათასობით ყოფილი სამხედრო და პოლიციელი პრემიერმინისტრის დაპირების შესაბამისად ახალი წლიდან პენსიისა და დანამატის ზრდას ელოდა – მაგრამ ამაოდ. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ ძალოვანებისთვის მიცემული დაპირების აღსრულება შეაჩერა.
სახელმწიფო უწყებები ამას გაჭიანურებული საკანონმდებლო და ბიუროკრატიული პროცედურებით ხსნიან და პირობას დებენ, რომ პენსიები მაისიდან გაიზრდება. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ამ გეგმის მიზანია ძალოვანებისთვის პენსიის ზრდა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვეს.

ვიდეო