ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური – ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო მორიგ საქველმოქმედო აქციას ზესტაფონში ჩაატარებს

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო მორიგ საქველმოქმედო აქციას ზესტაფონში ჩატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, 1-2 ივნისს, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ტყუბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს ჩაატარებს.
„საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.
ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან. მისამართი – ზესტაფონი, ბიბილაშვილის ქ. N8; ხელოვნების სკოლის შენობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით