“ვესტ ჰემს” “აიაქსიდან” ბრობის, ან “ლაიფციგიდან” სილვას იჯარით დამატება სურს

“ვესტ ჰემი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფორვარდის იჯარით დამატებას გეგმავს.
Sky Sport-ის ცნობით, “ჩაქუჩები” არჩევანს ანდრე სილვასა და ბრაიან ბრობის შორის გააკეთებენ.
სილვამ მიმდინარე სეზონში “ლაიფციგში” 8 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა, 29 წლის ფორვარდის გადაბირებით ბუნდესლიგის კლუბებიც ინტერესდებიან.
რაც შეეხება ბრობის, ნიდერლანდელმა მიმდინარე სეზონში “აიაქსის” მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში თავი ასევე 1 გატანილი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა, ორივე თავდამსხმელს ამჟამინდელი გუნდების შეცვლა სურთ.