“ვესტ ჰემმა” ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს

“ვესტ ჰემმა” ესპანელი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი თავის თანაშემწეებიანად სამუშაოდან დაითხოვა.
მიზეზი ლონდონური გუნდის უხეირო ასპარეზობაა, რომელიც 20 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 23 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა.
The Athletic-ის ჟურნალისტი დავიდ ორნსტეინი იტყობინება, რომ “ვესტ ჰემი” უკვე მოელაპარაკა გრემ პოტერს 2.5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე და ის გუნდს პარასკევს “ასტონ ვილასთან” მატჩში უხელმძღვანელებს.
პოტერი ბოლოს “ჩელსის” თავკაცი იყო, რომელიც 2023 წლის აპრილში დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში