“ვერ იქნები მშვიდად როცა სხვები იტანჯებიან. მე ასე მესმის ქართველობა” – სოფო მარკოზია

ვინმე “ნორმალურს” ელოდები მაშინ როცა ნორმალური მართველობა გაქვს. (მართლა ვერ გავიგე ამ ხალხისთვის ნორმალური რას ნიშნავს)
ფსიქოპატების მართველობის დროს მთავარია ადამიანობა დავიბრუნოთ. ყველაფერი შედარებითია. როცა გზის გადაკეტვის დროს 1 წლით უშვებენ ციხეში და ამ აბსურდული მიზეზით დაკავებული 59 დღეა შიმშილობს და მთავრობა ამას არ იჩნევს, სხვა ყველა უფრო ნორმალურია. როცა ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და მმართველი პარტიის წარმომადგენელი საჯაროდ დახვრეტით იმუქრება ამაზე არანორმალური ვერაფერი იქნება. ბევრი სიცოცხლე შეიწირა ამ რეჟიმმა. მხოლოდ ცოცხალ ადამიანს აქვს შანსი რომ უკეთესი მომავლისთვის იბრძოლოს. დღეს ტროტუარზე დგომაც კრიმინალიზდა. ჩემი პირველი პატიმრობით ციხის შიში სრულად დავძლიე. არ მეშინია პატიმრობის, მაგრამ მეშინია იმ მომავლის რომელსაც მივიღებთ იმ მმართველობაში სადაც ჩემი პროტესტი პატიმრობით ისჯება. ბრძოლა ერთადერთი გამოსავალია. უბრძოლველად არაფერი არ გამოდის. უნდა გადავრჩეთ როგორც ჰუმანური საზოგადოება. სოლიდარობა და მხარდაჭერის კრიმინალიზება უბრალოდ ყველას გაგვანადგურებს. ვერ იქნები მშვიდად როცა სხვები იტანჯებიან. მე ასე მესმის ქართველობა. არ არსებოს ნებაზე მიშვებული ძალაუფლების კეთილსინდისიერება. უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. სხვა შემთხვევაში მუდმივად იგივე წრეზე წვალთ. “ნორმალურის” გამოჩენა და მისთვის ველის შექმნაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. როცა პარტიები იკრძალება და მათ ლიდერებს აკავებენ, შენ კი დუმხარ, “ნორმალურის” პრეტენზია არც უნდა გქონდეს. ჩვენი კეთილდღეობა ჩვენი მოსაპოვებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს