“ვერ ვხვდები, როგორ გაყიდეს” – “ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა ნერეშზე ისაუბრა

“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე ლუის ვიდიგალმა Radio Goal-თან ინტერვიუში “პარტენოპეის” ახალწვეულის დავიდ ნერეშის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” ბრაზილიელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, “ბენფიკადან, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
“ნერეში “ნაპოლიში” უმაღლეს დონეზე თამაშობს, “ბენფიკაში” შეუცვლელი არ ყოფილა.
როდესაც ნერეში მოედანზე თავისუფლებას მიიღებს და მის უკან ნახევარმცველები საიმედოდ იმოქმედებენ, გუნდზე მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. თუ კონტე ნერეშს დაცვაში თამაშს მოსთხოვს, დავიდი ნაკლებად ეფექტური იქნება.
უბრალოდ არ მესმის, როგორ გაყიდა “ბენფიკამ” ასე მარტივად?”, – განაცხადა ვიდიგალმა