“ვერ ვხვდები, რატომ დატოვეს ფრანგებმა იამალი უყურადღებოდ” – დეკლან რაისი

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა დეკლან რაისმა ევრო 2024-ის ფინალის წინ ესპანეთთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“არსენალის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ლამინ იამალი უყურადღებოდ.
“მას შემდეგ, რაც ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა, ვნახე მონაცემები, საიდანაც შევიტყვე, რომ იამალი 12 წლის იყო, როცა კორონავირუსის გამო ყველაფერი შეჩერდა.
ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩემთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს ფრანგებმა უყურადღებოდ”, – განაცხადა რაისმა.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფინალი დღეს, 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.