,,ვერ ვხვდები, გოდების კედლის აღმართვა და ქვითინი რამ გამოიწვია?” –

საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:
,,ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ გახვალ; ჯგუფში რომ მოხვდები, სადაც ყველაზე ძლიერი ხარ და ყველა ჯგუფიდან გასვლას რომ გიწინასწარმეტყველებს; თან ცოტა შურსაც რომ ვერ მალავენ რომ ძალიან გაგიმართლა და რაღაც ახალი გარემოებების და პროცედურების შეწევნით უცაბედ წარმატებას მიაღწიე და კიდე უფრო დიდი წარმატება გარანტირებულად გელის წინ; და ზუსტად ამ დროს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი (ბიძინა) რომ მოგევლინება, რომელიც მწვრთნელად თავის “შნირს' (ს) დანიშნავს და ფეხბურთელებსაც თავისი გემოვნებით დააკომპლექტებს. ამის გამო ამ გამართლებას გამოიყენებს კი არა, ბოლოს ბოლო ადგილზე გახვალ, თან ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სტატისტიკით და პერსპექტივით, რომ უეფადანაც გაგრიცხონ და გასვლით ამხანაგური მატჩებიც კი აგიკრძალონ; ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი რომ უეფას და მსაჯებს დააბრალებს მთელ ამ უბედურებას.
აი ეს მოხდა გუშინ.
და არაფერი სხვა მოსალოდნელი არ იყო. ვერ ვხვდები, გოდების კედლის აღმართვა და ქვითინი რამ გამოიწვია?
პოლიტიკურ სამარეში გავთხაროთ მშვიდად და აუღელვებლად და შიგ ჩავუძახოთ “ფედერაციის პრეზიდენტს”,”მწვრთნელს” და “მოთამაშეებს”.
უეფას (და ფიფასაც)ვთხოვოთ, ბოლო-ბოლო დააყენოს საშველი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის დასანქცირებას.“

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო – „ქართულ ოცნებას“ ახლაც მუხანათობა აქვს ჩაფიქრებული, არ აგვკრძალავენ, „ნაცმოძრაობისა“ და გვარამიას ხალხი კი ჩვენ დაგვიწყებს ლანძღვას